ჩემი კოდექსი

1.დუმილის კანონი

ა) გახსოვდეს, რომ დუმილი ოქროა.

ბ) თუ არ გეკითხებიან, ჯობია არ გამოთქვა აზრი.

გ) არავის მიუთითო

დ) არავინ დააბეზღო

ე) არავინ გაჭორო

3) სათქმელი ლაკონურად თქვი, გახსოვდეს ყბედი აწუხებს ადამიანებს.

2.საქმის კანონი

ა) არცერთი საქმე არ წამოიწყო გეგმის გაეში

ბ) საქმის შედეგებზე წინასწარ არ იყბედო.

გ) გწამდეს, რომ აუცილებლად დააგვირგვინებ დაწყებულ საქმეს

დ) იმუშავე ხალისით (იფიქრე შედეგზე და გახალისდები)

ე)არასოდეს დარჩე მიზნის გარეშე

3) თუ შენ ცდილობ – შენ ცდილობ

თუ შენ აპირებ – შენ აპირებ

ხოლო თუ შენ აკეთებ – ნამდვილად აკეთებ

3. ქველმოქმედების კანონი

ა) აუცილებლად გაეცი

ბ) გონივრულად გაეცი

გ)არ მისცე ლოთს და ნარკომანს

დ) ჯანმრთელს არ აჩუქო, არამედ ასესხე და დროულად მოსთხოვე

ე) “არასოდეს იცოდეს შენმა მარცხენამ რას აკეთებს შენი მარკვენა ”

4. სიყვარულის კანონი

ა) გიყვარდეს შენი ღმერთი , შენი თავი, ცოლი, ახლობლები და მთელი სამყარო

ბ) იხილე პუნქტი “ა”

5.სარკის კანონი

ა) გახსოვდეს შენი ფიქრები და ოცნებები აუცილებლად აირეკლება რეალურ ცხოვრებაში, ამიტომ გაგზავნე შენს მომავალში, საუკეთესო ფიქრები და ოცნებები

ბ) გახსოვდეს, თუ შენ აძაგებ წარმატებულ ადამიანებს, შენი ქვეცნობიერება ასკვნის: ” მას არ უყვარს წარმატებული ადამიანები, ესე იგი არ უნდა გახდეს ასეთი” ამგვარად ხელი შეგეშლება წარმატების მიღწევაში.

გ) ხშირად წარმოიდგინე შენი თავი ისეთად, როგორიც გინდა , რომ გახდე და უფრო მალე მიაღწევ მიზანს.

6.ომის კანონი

ა) ყოველთვის ეცადე შენს ირგვლივ მშვიდობა სუფევდეს.

ბ) ეცადე არავის დაუპირისპირდე სამკვდრო-სასიცოცხლოდ, ხოლო თუ ეს გარდაუვალია, სხვა გზა არ გაქვს:  ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ    უ ნ დ ა   გ ა ი მ ა რ ჯ ვ ო!

გ) გამოიმუშავე გამარჯვების ჩვევა, პირველ რიგში საკუთარი მავნე ჩვევები  დაამარცხე.

დ) ყველაფერი იღონე იმისათვის, რომ არ გახდე დამოკიდებული სიგარეტზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე და სხვა ასეთ უმსგავსობებზე.

7.დასვენების კანონი

ა) დაისვენე, რადგან ეს აუცილებელია შენთვის, შენი ჯანმრთელობისათვის.

ბ)როცა ისვენებ, დაივიწყე ყველა საზრუნავი შეერწყე ბუნებას, ანდა იმ გარემოს , სადაც ხარ.

გ) ზედმეტად არასდროს გადაიტვირთო თავი რადგან ამით საქმესაც ავნებ და ჯანმრთელობასაც

Advertisements

შტეფცელი

მოკლედ განწყობისათვის :)))

სანამ მოვიცლი ბლოგისთვის ვიდეო ტუტორიალმა შეავსოს ის სიცარიელე რასაც უჩემბლოგობა ჰქვია.

Don’t Try This at Home! 😀

 

ხო მართლა ტავტოლოგიებსითვი ბოდიში, ხომ გაგიგიათ მთვრალი კაცი მართალი კაციო 🙂



https://www.youtube-nocookie.com/v/SJy85Si32og?fs=1&hl=en_US